რამდენად სერიოზული სადღეისოდ საზოგადოებისთვის ღვიძლის დაავადებების და კონკრეტულად, ვირუსული ჰეპატიტების პრობლემა? ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, უპირველესად კი რიგი ვირუსული ჰეპატიტები დღეისთვის ჯანდაცვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მათი აქტუალობა დღითიდღე იზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ღვიძლის დაავადებები ფარდოდ არის გავრცელებული და არაიშვიათად ისინი იძლევა ისეთ სერიოზულ გართულებებს როგორიცაა ღვიძლის ფიბროზი/ციროზი, ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა და სხვა. ღვიძლის დაავადებებს მთელ მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავს ავადობის, სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციის და შრომის უუნარობის მაჩვენებლების მიხედვით. საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით იფინცირებული მოზრდილი მოსახლეობის 6,7%, ანუ დაახლოებით 200000 ადამიანი. C ჰეპატიტის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ინტრავენურ ნარკომანთა შორის. ოფიციალური მონაცემებით ინტრავენური ნარკომანების 68%-ს ც ჰეპატიტი აქვს. რა არის C ჰეპატიტი და რა იწვევს მას? C ჰეპატიტი არის ინფექციური დაავადება რომლის დროსაც უპირატესად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება, ანუ ჰეპატიტი. დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელსაც ჰქვია C ჰეპატიტის ვირუსი. C ჰეპატიტი მართლაც ძალიან სერიოზული დაავადებაა, რადგან შემთხვევათა დაახლოებით 70-85%-ში ის ქრონიკულ მიმდინარეობას იღებს, მაშინ, როდესაც მაგალითად: A ჰეპატიტი თითქმის 100%-ში სრული გამოჯამრთელებით მთავრდება, ხოლო მწვავე B ჰეპატიტის შემთხვევაში ავადმყოფი გამოჯამრთელდება (მკურნალობის გარეშეც) დაახლოებით 90%. C ჰეპატიტის სერიოზულობას და ვერაგობას ისიც განაპირობებს, რომ ხშირად დაავადება ძალიან დიდ ხანს უსინმპტომოდ მიმდინარეობს. ავადმყოფმა, როგორც წესი, არ იცის თავისი დაავადების შესახებ და შესაბამისად, ექიმს მიმართავს ძალიან დიდი დაგვიანებით, მაშინ, როდესაც უკვე აქვს განვითარებული სერიოზული (ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელი) გართულებები. C ჰეპატიტი ძირითადად გადაეცემა სისხლით ასევე სქესობრივი გზით. ინფიცირებული სისხლის და სისხლის პროდუქტების გადასხმა. არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების: შპრიცის, ნემსის გამოყენება და სხვა. აგრეთვე, სხვადასხვა კოსმეტიკური მანიპულაციების დროს, არასტერილური ინსტრუმენტების (მანიკურის, პედიკურის დროს) გამოყენება. ქრონიკული C ჰეპატიტი წლების (10-15-20) განმავლობში მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე და ავადმყოფი ვერაფერს გრძნობს და რათქმაუნდა, არ მიმართავს ექიმს. დროთა განმავლობაში ვითარდება ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა: იოლად დაღლა, სისუსტე; ასევე, შეიძლება იყოს დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით, მარჯვენა ფერქვეშა არეში. იშვიათად ვითარდება არამკვეთრად გამოხატული სიყვითლე. სერიოზული სიმპტომები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ავადმყოფს უვითარდება მძიმეგართულებები: ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა და სხვა. რა არის ღვიძლის ფიბროზი და ციროზი? რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? რამდენაად გავრცელებულია ისინი? როგორ ხდება მათი დიაგნოსტიკა? ღვიძლის ფიბროზი და ციროზი B და C ჰეპატიტების, აგრეთვე ღვიძლის სხვა დაავადებების ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა. ღვიძლის ციროზის და ფიბროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა (ცხიმოვან ცვლის მოშლა) და სხვა. ღვიძლის ფიბროზი და ციროზი აღენიშნებათ ქრონიკული ბ და ც ჰეპატიტით დაავადებულთა დაახლოებით ნახევარს; ალკოჰოლის ჭარბ მომხმარებელთა 10%-ს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 8% და სხვა. ადრე ღვიძლის ფიბროზის /ციროზის სუსტი დიაგნოსტიკა და ხარისხის შეფასება შესაძლებელი იყო მხოლოდ ღვიძლის ბიოფსიის საშუალებით, რაც გულისხმობს სპეციალური გრძელი ნემსის საშუალებით ღვიძლის ქსოვილის ნაწილის ამოღებას და მის ლაბორატორიულ შესწავლას. ღვიძლის ბიოფსია, მართალია მცირე ზომის, მაგრამ მაინც ოპერაციაა და შესაბამისად ძვირია; მას თან ახლავს მნიშვნელოვანი დისკომფორტი, ზოგჯერ გართულებებიც. ამიტომ პაციენტები მის გაკეთებას ხშირად თავს არიდებენ. ბოლო წლებში გაჩნდა ღვიძლის ფიბროზი/ ციროზის უახლესი არაინვაზიური სადიაგნოსტიკო მეთოდები - ღვიძლის ელასტოგრაფია ფიბროსკანით და ფიბროტესტი/ ფიბრომაქსი, რომლებიც საშუალებას იძლევა მოკლე დროშიმარტივი უმტკინვეულო პროცედურით არამარტო დაისვას ღვიძლის ფიბროზი/ ციროზის დიაგნოზი არამედ ზუსტად შეფასდეს ღვიძლის ფიბროზი/ციროზის ხარისხი და მოსალოდნელი გართულებების რისკი. კერძოდ თუ პაციენტი დროულად მიმართავს მაღალკვალიფიციურ ჰეპატოლოგიურ კლინიკას, მას აქვს დიდი შანსი, რომ სრულად განიკურნოს ვირუსული ჰეპატიტისგან, ან უარეს შემთხვევაში მიღწეულ იქნას ხანგრძლივი რემისია და დაავადების პროგრესირების შეჩერება. მკურნალობის წარმატება დიდადაა დამოკიდებული დაავადების ფორმაზე, სტადიაზე, გართულებების არსებობაზე და რა თქმა უნდა, იმაზე თუ რამდენად დროულად, დაავადების ადრეულ სტადიაზე მიმართავს პაციენტი ექიმს. ამა წლის იანვარში ქ. თბილისში შეიქმნა ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, სადაც ხდება ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი, მაღალტექნოლოგიური მეთოდებით მსოფლიო სტანდარტების დონეზე. კლინიკას ვხემძღვანელობ მე, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ერთ-ერთი ლიდერი, ფრანგი პროფესორი პატრიკ მარსელინი. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია ამერიკის და ევროპის წამყვან ცენტრებში მომზადებული ექიმებით და ლაბორანტებით. კლინიკაში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების და ღვიძლის სხვა დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მეთოდი, რაც კი მსოფლიოს წამყვან კლინიკაში სრულდება. ზოგიერთი ეს მეთოდი აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სწორედ ამ კლინიკაში დაინერგა და დღემდე საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მხოლოდ“ჰეპაში“ სრულდება. კლინიკა „ჰეპაში“ დანერგილია ღვიძლის ჰიბროზის და ციროზის დიაგნოსტიკის უახლესი, ყველაზე ზუსტი და საიმედო არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი-ღვიძლის ელასტოგრაფია ფრანგული წარმოების უნიკალური აპარატის, ფიბროსკანის, გამოყენებით. ამ აპარატის საშუალებით სრულიად უმტკივნეულოდ და მოკლე დროში შესაძლებელია, ზუსტად განსაზღვროს ღვიძლის ფიბროზის და ციროზის ხარისხი, რაც ადრე მხოლოდ ღვიძლის ბიოფსიით იყო შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ამ მეთოდის გამოგონება მედიცინაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. კლინიკა „ჰეპაში“ ხდება აგრეთვე B და C ჰეპატიტის ვირუსების კონცენტრაციის განსაზღვრა ეგრეთწოდებული მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით, რომელიც სხვა მეთოდებისგან განსხვავებით საშუალებას იძლება სისხლში გამოვავლინოთ ვირუსის მინიმალური რაოდენობა - ერთეული ვირუსი, რაც ფასდაუდებელია მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად და ბ და ც ჰეპატიტისგან სრული განკურნების დასადგენად. ამასთან კლინიკა „ჰეპაში“ გამოყენებულია ამ მეთოდის ეგრეთწოდებული „ტაგმენ ტექნოლოგია“ რომელიც სპეციალურადაა შემუშავებული ჰეპატიტებისთვის და საუკეთესოდ მიიჩნევა მსოფლიოში. კლინიკა „ჰეპა“ ერთადერთია ამიერკავკასიაში, სადაც ეს ტექნოლოგიაა დანერგილი.