ღვიძლის ელასტოგრაფია ფიბროსკანით. ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის სადიაგნოსტიკო უახლესი, ყველაზე ზუსტი და საიმედო არაინვაზიური მეთოდი. მეთოდი დამყარებულია შემდეგ პრინციპებზე: ულტრაბგერითი სენსორის საშუალებით იზომება ღვიძლის ქსოვილში მექანიკური ტალღის გავრცელების სიჩქარე, რის მიხედვითაც ისაზღვერება ღვიძლის სიხისტე და ფიბროზის/ციროზის ხარისხი. გარდა ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის დიაგნოსტიკისა, ღვიძლის ელასტოგრაფია საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ დაავადებების სიმძმის შეფასება და ღვიძლის ციროზის ისეთი გართულებების პროგნოზირება, როგორიცაა პორტული ჰიპერტენზია, საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მოსალოდნელი სისხლდენა საყლაპავი ვენებიდან, ასციტი (სითხე მუცლის ღრუში), ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის პირველადკიბო (ჰეპატოცელულური კარცინომა) და სხვა.